დეკორატიული ღობის ფილა

✅წარმოგიდგენთ მიქსორის ახალ პროდუქტს - რკინაბეტონის დეკორატიულ ღობეს
▶მზადდება მაღალი სიმტკიცის ბეტონით, რაც მის სიმყარეს და ხანგრძლივ ექსპლუატაციის ვადას უზრუნველყოფს
▶დეკორაციისთვის გამოიყენება ნიჩბისის ქვა
▶მშენებლობის პროცესი გაცილებით სწრაფად და მარტივად ხორციელდება, რაც დროისა და თანხის მნიშვნელოვანი დაზოგვის საშუალებას იძლევა





                                                       
                                                                                                         სეტყვის საწინააღმდეგო ბადეები დგარი

ბოლო წლებში გახშირებული სტიქიის შედეგად საქართველოს სოფლის მეურნეობისთვის მიყენებული ზიანის შესამცირებლად, მიქსორი ფერმერებს სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების დგარებს (ბოძებს) სთავაზობს, რისთვისაც მიქსორმა პირველად ამიერკავკასიაში წინასწარდაძაბული რკინაბეტონის დგარების ახალი საწარმოო ხაზი აამუშავა. წარმოებისთვის გამოიყენება მაღალი სიმტკიცის (მ-500) წვრილმარცვლოვანი, ყივამედეგი (F-200) ბეტონი და სპეც-არმატურა VR-2 (5 მმ). ქარხანაში წარმოებული წინასწარდაძაბული დგარების ყოველი პარტიის ტექნიკურ სტანდარტებთან შესაბამისობა ლაბორატორიულად მოწმდება. აღნიშნული დგარები ასევე ეფექტურად გამოიყენება ხეხილის ნერგების სამაგრად, რაც მის პრაქტიკულ დანიშნულებას მულტიფუნქციურს ხდის.